Thumbnail

ჩინური კომპანია 2,500 თანამშრომლისთვის იბიცაზე ჯენიფერ ლოპესის კონცერტს მართავს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

გამოცემა Diario De Ibiza-ს ცნობით, ვიდეოთამაშების მწარმოებელი კომპანია Playtika თავის 2,500 თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის იბიცაზე გაგზავნის. სპეციალურად მათთვის კლუბში Amnesia Ibiza კონცერტს ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე მადონა იქნება. ღონისძიებაში ენრიკე იგლესიასის მონაწილეობასაც ვარაუდობენ. 

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესის 11 წლის გოგონა ალიშა ქისის ჰიტს If I Ain't Got You მღერის

► ნახეთ: როგორ ემზადებოდა ჯენიფერ ლოპესი 2019 წლის Met Gala-სთვის

კომპანიის თანამშრომლები კუნძულზე კერძო თვითმფრინავებით გაემგზავრებიან და 15 სასტუმროში დაბინავდებიან. ცნობილია, რომ გასართობი დაწესებულების პერსონალს ფოტო და ვიდეო გადაღება აეკრძალება. იბიცაზე ასევე ოთხი იურისტი ჩავა, რომელიც მათ კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ შეთანხმებაზე მოაწერინებს ხელს, რათა ღონისძიებასთან დაკავშირებული დეტალები არ გახმაურდეს

ისრაელში დაფუძნებული Playtika სამი წლის წინ ჩინურმა კონსორციუმმა 4,4 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა. ვიდეოთამაშების ბაზარზე მოქმედი უმსხვილი კომპანია 2017 წელს ესპანური საფეხბურთო კლუბის, "სევილიას" ერთ-ერთი მთავარი სპონსორი გახდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული