Thumbnail

ამერიკულმა ჯგუფმა The National ახალი სიმღერა Rylan გამოუშვა. კომპოზიცია ბენდის ბოლო ალბომში I Am Easy to Find არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 17 მაისს ჩაეშვა.

► მოუსმინეთ: The National-მა ახალი ალბომი I Am Easy to Find გამოუშვა

 ნახეთ: The National-მა სიმღერა You Had Your Soul with You შეასრულა

 ნახეთ: The National-ის მომავალი ალბომის შთაგონებით შექმნილი ფილმი გავრცელდა

The National ოჰაიოში 1999 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ მისი წევრების, ბრიუს და აარონ დესნერების მიერ დაარსებულ ლეიბლზე Brassland გამოიცა. 2017 წელს გამოშვებულმა, რიგით მეშვიდე სტუდიურმა ჩანაწერმა Sleep Well Beasts კი მუსიკოსებს საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული