Thumbnail

ნახეთ: Halsey-ის ახალ კლიპში სუპერმოდელები და მუსიკოსი, დები ჰარი მონაწილეობენ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჰოლზი ახალ სინგლს Nightmare და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. რეჟისორ ჰანა ლუქს დევისის მიერ შექმნილ ვიდეოში სუპერმოდელები კარა დელევინი და სუკი უოტერჰაუზი, ასევე, ჯგუფ Blondie-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მუსიკოსი დები ჰარი მონაწილეობენ.

► ნახეთ: BTS-ისა და Halsey-ის ერთობლივი კლიპი Boy With Luv გავრცელდა

► ნახეთ: Halsey-მ ფრენკ ოუშენის სიმღერა Solo დააქავერა

► ნახეთ: Halsey-მ სხეულზე მერილინ მენსონის ტატუ დაიხატა

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული