Thumbnail

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ პროდიუსერი, კრისტოფერ ედვარდ მარტინი, ფსევდონიმით DJ Premier, მსმენელს ახალი კომპოზიციით Headlines დაუბრუნდა. ჩანაწერში ნიუ იორკელი ანდერგრაუნდ არტისტები: Westside Gunn, Conway და Benny მონაწილეობენ.

► მოუსმინეთ: DJ Premier - WUT U SAID? Feat. Casanova 

► მოუსმინეთ: DJ Premier - 1985 (Remix) 

დიჯეი პრემიერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 80-იან წლებში დაიწყო. კარიერის განმავლობაში, მან არაერთი ცნობილი ჰიპ ჰოპ კომპოზიციის ინსტრუმენტალი შექმნა. მათ შორისაა Mathematics, N.Y. State Of Mind, MC's Act Like They Don't Know, Classic (Better Than I've Ever Been), D'Evils და სხვა. თუმცა, მის დისკოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი ჰიპ ჰოპ დუეტს Gang Starr უჭირავს, რომლის წევრიც მასთან ერთად აწ გარდაცვლილი ნიუ იორკელი რეპერი გურუ იყო. მათ მთავარ წარმატებად 1998 წლის ალბომი Moment Of Truth ითვლება. ნამუშევარი კომერციულადაც წარმატებული გამოდგა და მან მალევე მოიპოვა ოქროს სტატუსი. ჩანაწერის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიცია კი You Know My Steez გახლავთ. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული