ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა The National ახალი, რიგით მე-8 სტუდიური ალბომი I Am Easy to Find გაავრცელა. ჩანაწერის თანაპროდიუსერი რეჟისორი მაიკ მილსი გახლავთ. ნამუშევარში სულ 16 სიმღერა შევიდა.
► ნახეთ: The National-მა სიმღერა You Had Your Soul with You შეასრულა
► ნახეთ: The National-ის მომავალი ალბომის შთაგონებით შექმნილი ფილმი გავრცელდა
► ნახეთ: The National-მა ახალი კლიპი Hairpin Turns გაავრცელა
The National ოჰაიოში 1999 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ მისი წევრების, ბრიუს და აარონ დესნერების მიერ დაარსებულ ლეიბლზე Brassland გამოიცა. 2017 წელს გამოშვებულმა, რიგით მეშვიდე სტუდიურმა ჩანაწერმა Sleep Well Beasts კი მუსიკოსებს საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა.
კომენტარები