Thumbnail

ნახეთ: ScHoolboy Q ვიდეორგოლს Floating ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი ქუინსი ჰენლი, ფსევდონიმით ScHoolboy Q, ახალგავრცელებული ალბომის CrasH Talk პრომოუშენის ფარგლებში კომპოზიციაზე Floating გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში ახალგაზრდა ატლანტელი რეპერი 21 Savage მონაწილეობს, რომელთანაც ქიუმ პირველად 2018 წელს, ტრეკის Good Day ჩაწერისას ითანამშრომლა. 

► მოუსმინეთ: ScHoolboy Q - Dangerous Ft. Kid Cudi 

სქულბოი ქიუმ მუსიკალური კარიერა 2008 წელს გავრცელებული ოფიციალური მიქსტეიპით ScHoolboy Turned Hustla დაიწყო. 2011 წელს კი მსმენელებს სადებიუტო ალბომი Setbacks შესთავაზა, რომელიც ლეიბლზე Top Dawg Entertainment გამოიცა.

ჰიპ ჰოპ არტისტი, რომელიც კრიმინალური დაჯგუფება "ქრიფსის" წევრია, ფართო საზოგადოებამ 2014 წლის ალბომით Oxymoron გაიცნო. ნამუშევარი, რომელსაც დისტრიბუცია და პრომოუშენი მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ლეიბლმა Interscope გაუწია, ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა. ორი წლის შემდეგ გაყიდვაში რეპერის რიგით მეოთხე სტუდიური ჩანაწერი Blank Face ჩაეშვა, რომელმაც მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. 2019 წლის 26 აპრილს კი მუსიკოსმა დღეისთვის ბოლო ნამუშევარი CrasH Talk გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული