Thumbnail

ნახეთ: ჯგუფმა Metz კომპოზიციაზე Pure Auto ვიდეოკლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კანადურმა პანკ როკ ჯგუფმა Metz კომპოზიციაზე Pure Auto ვიდეოკლიპი გადაიღო. 2015 წელს ჩაწერილი სიმღერა ბენდის ახალ ალბომში Automat იქნება წარმოდგენილი, რომელიც მუსიკოსების გამოუცემელ სინგლებს, ბი-საიდებსა და დემოებს გააერთიანებს. ნამუშევარი გაყიდვაში 12 ივლისს ჩაეშვება.

Metz ქალაქ ტორონტოში 2008 წელს შეიქმნა. 2012 წელს არტისტებმა ჯგუფისვე სახელწოდების სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. კოლექტივს ამ დრომდე 3 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული