Thumbnail

მოუსმინეთ: DJ Khaled ახალ ალბომს Father Of Asahd ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, პროდიუსერი მუჰამედ ქალიდი, ფსევდონიმით DJ Khaled, მსმენელს ახალი ალბომით Father Of Asahd დაუბრუნდა. მაიამელი არტისტის მე-11 სტუდიური ნამუშევარი 15 კომპოზიციას აერთიანებს. 

ქალიდის ახალგავრცელებულ ჩანაწერში ტრადიციულად უამრავმა ცნობილმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის არიან: 21 Savage, Beyoncé, Big Sean, Cardi B, CeeLo Green, Chance The Rapper, Chris Brown, Future, Gunna, JAY-Z, J Balvin, Jeezy, Jeremih, John Legend, Justin Bieber, Lil Baby, Lil Wayne, Mavado, Meek Mill, Nas, Nipsey Hussle, Post Malone, Quavo, Rick Ross, Sizzla, SZA, Travis Scott და სხვა.

წარმოშობით პალესტინელმა არტისტმა შემოქმედებითი კარიერა 1998 წელს დაიწყო. მან პოპულარობა სადებიუტო ალბომით Listennn... The Album მოიპოვა. ქალიდს ისეთ სუპერვარსკვლავებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან ქანიე ვესთი, რიანა, დრეიქი, ლილ უეინი, ჯენიფერ ლოპესი და სხვები. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული