Thumbnail

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი მადონა ახალ სინგლს Future ავრცელებს. კომპოზიცია ჰიპ ჰოპ კოლექტივ Migos-ის ერთ-ერთ წევრთან,  ქუავოსთან ერთადაა ჩაწერილი. ტრეკი პოპის დედოფლის რიგით მე-14 ალბომში Madame X შევა, რომელიც გაყიდვაში 14 ივნისს ჩაეშვება. სტუდიურ ნამუშევარში სულ 13 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. 

► Madonna: ვიღაცის პოლიტიკური ინტერესის გამო ისრაელში სიმღერაზე უარს ვერ ვიტყვი

► მოუსმინეთ: Madonna - Crave Ft. Swae Lee

► ნახეთ: Madonna ბრიტანული Vogue-ის ფოტოსესიაში

აღსანიშნავია, რომ ახალ სიმღერას მადონა ქუავოსთან ერთად პირველად 18 მაისს თელ-ავივში, ევროვიზიის ფინალურ კონცერტზე შეასრულებს. მუსიკოსი კონკურსზე ასევე 1989 წლის ჰიტს Like A Prayer იმღერებს. 

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 2015 წელს მადონამ ბოლო სტუდიური ნამუშევარი Rebel Heart გამოუშვა. ჩანაწერში შესული სიმღერა Bitch I'm Madonna ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული