Thumbnail

მოუსმინეთ: Rammstein-მა ამავე სახელწოდების ახალი ალბომი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

10-წლიანი პაუზის შემდეგ, პოპულარულმა გერმანულმა ჯგუფმა Rammstein ამავე სახელწოდების ახალი ალბომი გამოუშვა. ჩანაწერში სულ 11 ტრეკია წარმოდგენილი. კოლექტივი ნამუშევრის მხარდასაჭერად 3-წლიან ტურნესაც გამართავს.

► ნახეთ: Rammstein-მა ახალი კლიპი Radio გაავრცელა

 ნახეთ: Rammstein ახალ სიმღერაზე Deutschland გადაღებულ კლიპს ავრცელებს

 

Rammstein ბერლინში 1994 წელს ჩამოყალიბდა. 1995 წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Herzeleid გამოუშვეს. ჯგუფის კონცერტები განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა. მათი შემოქმედება ძირითადად გერმანულენოვანი ტექსტებით ხასიათდება, თუმცა, ბენდს სიმღერები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და რუსულ ენებზეც აქვს შესრულებული. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Du Hast, Ich Will, Sonne და Amerika.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული