Thumbnail

მოუსმინეთ: Tyler, The Creator ახალ ალბომს IGOR ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, ტაილერ გრეგორი ოკონმა, ფსევდონიმით Tyler, The Creator, ახალი ალბომი IGOR გაავრცელა. კალიფორნიელი მუსიკოსის რიგით მე-5 სტუდიური ნამუშევარი 12 კომპოზიციას აერთიანებს. თითოეულის პროდიუსერი, ტექსტისა და არანჟირების ავტორი თავად ტაილერი გახლავთ.

ტაილერმა ალბომზე მუშაობისას ისეთ მუსიკოსებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Kanye West, ASAP Rocky, Playboi Carti, Blood Orange, Frank Ocean, CeeLo Green და სხვა.

► ნახეთ: Tyler, The Creator - New Magic Wand 

► ნახეთ: Tyler, The Creator-ის ახალი კომპოზიციის A Boy Is a Gun ნაწყვეტი 

► ნახეთ: Tyler, The Creator ახალი კომპოზიციის ნაწყვეტს ავრცელებს 

პოპულარულმა მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. იმავე წელს ტელეკომპანია MTV-იმ შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული