Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. ბექა გოჩიაშვილისა და მაიკ მიჩელის კონცერტი "უღრან ტყეში"

20 მაისი (ორშაბათი)

20 მაისს "უღრან ტყეში" კონცერტს ქართველი ჯაზ-პიანისტი ბექა გოჩიაშვილი, ამერიკელი დრამერი მაიკ მიჩელი და მათი მეგობრები გამართავენ. მუსიკოსები მსმენელთა წინაშე ჯაზ, ჰიპ ჰოპ, ჰაუს და ფანკ კომპოზიციებით წარდგებიან. 

4. ერეკლე დეისაძის კონცერტი "ბარი-ბარში"

24 მაისი (პარასკევი)

პარასკევს "ბარი-ბარში" ერეკლე დეისაძის კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი მსმენელთა წინაშე ბენდთან ერთად წარდგება. 24 მაისს ღონისძიებაზე მისული სტუმრები ასევე ქართული ელექტრონული სცენის წარმომადგენელს, Querubim-ს მოუსმენენ.

3. ფესტივალი 4GB საგურამოში

24-25 მაისი (პარასკევი-შაბათი)

24 და 25 მაისს საგურამოში პიონერი ქართველი დიჯეის, გიორგი ბაქანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი 4GB ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ წარმომადგენლებს უმასპინძლებს. კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში მისულ მსმენელებს ქართველი და უცხოელი არტისტების მოსმენა შეეძლებათ. ნახეთ ფესტივალის სრული ლაინაფი.

2. ჯგუფი Mechanical Rainbow "ბარი-ბარში" 

26 მაისი (კვირა)

26 მაისს "ბარი-ბარში" კონცერტს ქართული ჯგუფი Mechanical Rainbow გამართავს. ბენდმა მოღვაწეობა 2018 წელს დაიწყო. კოლექტივის მუსიკალური მიმართულება პროგრესივ როკს, ინდი როკსა და ალტერნატიულ როკს მოიცავს.

1. Tbilisi Newcomers-ის ფინალური კონცერტი რუსთაველის გამზირზე

26 მაისი (კვირა)

26 მაისს რუსთაველის გამზირზე  ყოველწლიური მუსიკალური პროექტის, Tbilisi Newcomers-ის ფინალური კონცერტი გაიმართება. მსმენელთა წინაშე ჟიურის მიერ შერჩეული 12 პროექტი წარდგება. ღონისძიების გამარჯვებული Tbilisi Open Air 2019-ის მთავარ სცენაზე დაუკრავს. კონცერტი 15:00 საათზე დაიწყება. ნახეთ სრული ლაინაფი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული