Thumbnail

ნახეთ: Slipknot-მა ახალი კლიპი Unsainted გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკულმა მეტალ ჯგუფმა Slipknot ახალი სიმღერა Unsainted და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში We Are Not Your Kind შევა, რომელიც გაყიდვაში 9 აგვისტოს ჩაეშვება. ვიდეორგოლის ავტორი კოლექტივის პერკუსიონისტი, შონ კრეიენი გახლავთ. აღსანიშნავია, რომ არტისტებმა ახალი ნიღბებიც წარადგინეს.

 ნახეთ: Slipknot-ის ფრონტმენმა Guns N’ Roses-ის კომპოზიცია It’s So Easy შეასრულა

გრემის მფლობელი მეტალ ბენდი Slipknot 1995 წელს შეიქმნა. მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი 1999 წელს გამოსცეს. ჯგუფს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ნამუშევარმა Iowa მოუტანა. კოლექტივის წევრები კონცერტებზე მუდმივად ნიღბებით გამოდიან.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული