Thumbnail

ამერიკულმა ჯგუფმა The Black Keys ახალი სიმღერა Go და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში Let's Rock იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 28 ივნისს ჩაეშვება. 5-წლიანი პაუზის შემდეგ, ეს კოლექტივის პირველი სტუდიური ჩანაწერი იქნება.

► მოუსმინეთ: The Black Keys - Eagle Birds

The Black Keys ოჰაიოში 2001 წელს ჩამოყალიბდა. პროექტს განსაკუთრებული წარმატება 2010 წელს გამოცემულმა ალბომმა Brothers მოუტანა. დუეტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 4-ჯერ აქვს მოპოვებული. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული