Thumbnail

ბრიტანული როკ ბენდის, Kasabian-ის გიტარისტი სერჯიო პიცორნო და ჰიპ ჰოპ არტისტი სიმბიატუ აბიოლა, ფსევდონიმით Little Simz, ახალ კომპოზიციას Favourites ავრცელებენ. სინგლი პიცორნოს ახალი სოლო პროექტის The S.L.P. სადებიუტო ალბომში იქნება წარმოდგენილი.

ინდი როკ მუსიკოსმა, სერჯიო პიცორნომ მუსიკალური კარიერა 1997 წელს, ჯგუფ Kasabian-თან ერთად დაიწყო. არტისტებს ამ დრომდე 6 ალბომი აქვთ გამოცემული. ამის გარდა, 2011 წელს პიცორნომ კომიკოს ნოელ ფილდიგთან ერთად პროექტი Loose Tapestries ჩამოაყალიბა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული