Thumbnail

ოთო ნემსაძე: თუ ეს არის მუსიკის მომავალი, მაშინ საქართველო სხვა პლანეტაა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

მომღერალი ოთო ნემსაძე ევროვიზიის ნახევარფინალიდან გამოთიშვის გამო საქართველოს ბოდიშს უხდის. მუსიკოსმა ფეისბუქის საშუალებით ვიდეო გაავრცელა.

► საქართველო ევროვიზიის ფინალში ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა

► ნახეთ: ოთო ნემსაძემ და თამთა გოდუაძემ თელ-ავივში "სულიკო" შეასრულეს

"პირველ რიგში, მინდა, ბოდიში მოგიხადოთ, იმიტომ რომ ოთო ნემსაძემ ფინალში გადასვლა ვერ შეძლო. თუმცა, ვთვლი, რომ ძალიან ღირსეული იყო ჩვენი ქვეყანა მთელი ეს მარათონი. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას. ვიცი, რომ თქვენ ტელეფონებით ხელში, ანთებული გულებით ისხედით. ერთს დავამატებ - თუ ეს არის მუსიკის მომავალი, მაშინ საქართველო სხვა პლანეტაა", - აღნიშნა ნემსაძემ.

ბოდიში, მადლობა, მიყვარხართ .... თქვენი ოთარა ❤️❤️❤️❤️

Posted by Oto Nemsadze on Tuesday, May 14, 2019

 

საქართველო ევროვიზიის ფინალში ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, ოთო ნემსაძე ევროვიზიას ნახევარფინალიდან გამოეთიშა. მუსიკოსი ანსამბლ "შავნაბადასთან" ერთად ანტისაოკუპაციო კომპოზიციით "სულ წინ იარე" წარდგა.

► ნახეთ: თამთა გოდუაძე 2019 წლის ევროვიზიის ფინალშია

► ნახეთ: თამთა გოდუაძემ ევროვიზიაზე ჩეხ კონკურსანტთან ერთად ლედი გაგას Shallow იმღერა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 1956 წელს დაარსდა და დღეს ყველაზე დიდ ტელეშოუდ ითვლება. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, მას თვალს 600 მილიონზე მეტი მაყურებელი ადევნებს. თავის დროზე ფესტივალის გამარჯვებულის ტიტული ისეთ ცნობილ მუსიკოსებსა და ჯგუფებს აქვთ მოგებული, როგორებიც არიან: ABBA, სელინ დიონი და ფრანც გალი.

საქართველო ფესტივალს 2007 წელს შეუერთდა. ჩვენმა ქვეყანამ საუკეთესო შედეგები 2010-11 წლებში აჩვენა, სოფო ნიჟარაძემ და ჯგუფმა "ელდრაინმა" კონკურსზე მე-9 ადგილი დაიკავეს.

ნემსაძე ფართო საზოგადოებამ 2010 წელს გაიცნო, როდესაც მუსიკალურ კონკურსში "ჯეოსტარი" გაიმარჯვა. 2013 წელს არტისტმა მონაწილეობა უკრაინულ The Voice-ში მიიღო, რომელშიც მეორე ადგილი დაიკავა. ამავე წელს ნემსაძემ სადებიუტო ალბომი "ფიქრების ზღვა" გამოუშვა. მომღერალმა 2015 წელს ჯგუფი "ლიმბო" ჩამოაყალიბა, რომელიც არაერთი პროექტის მონაწილე გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული