Thumbnail

მოუსმინეთ: Charli XCX - Blame It On Your Love Feat. Lizzo

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ბრიტანელი პოპვარსკვლავი Charli XCX ახალ სინგლს Blame It On Your Love ავრცელებს. კომპოზიცია ამერიკელ რეპერ Lizzo-სთან ერთადაა ჩაწერილი. სიმღერა ჩარლის რიგით მესამე სტუდიურ ალბომში შევა, რომელიც გაყიდვაში წლის ბოლომდე ჩაეშვება. 

► ნახეთ: Charli XCX-მა და Troye Sivan-მა ახალ კლიპში "ტიტანიკის" ცნობილი სცენა გააცოცხლეს

შარლოტ ეიტჩისონმა, სასცენო სახელით Charli XCX, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. არტისტი პოპულარული სიმღერით Boom Clap გახდა. კომპოზიცია 2014 წელს გადაღებული ფილმის "ბედის ვარსკვლავის ბრალია" საუნდტრეკიცაა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული