Thumbnail

ნახეთ: BTS-მა სტივენ კოლბერის შოუში The Beatles განასახიერა

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS სტივენ კოლბერის შოუს სტუმრობდა. არტისტებმა გადაცემაში ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივი The Beatles განასახიერეს. ბიჭებმა ახალი ჰიტი Boy With Luv შეასრულეს. 

► კეიპოპ ჯგუფმა BTS ლეგენდარული The Beatles-ის რეკორდი გაიმეორა

► ნახეთ: BTS ბილბორდის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ჯგუფად დაასახელეს

► მოუსმინეთ: BTS-მა ახალი მინი ალბომი Map of the Soul: Persona გამოუშვა

"ბითიესის" გამოსვლა "ბითლზის" 1964 წლის პერფორმანსით იყო შთაგონებული, რომელიც ედ სალივანის შოუში შედგა.

შეგახსენებთ, რომ Boy With Luv-ზე გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე ატვირთვიდან 24 საათში 78 მილიონი ნახვა დააგროვა. ამ მაჩვენებლით არტისტებმა კიდევ ერთი კეიპოპ ჯგუფის, BLACKPINK-ის რეკორდი გააუმჯობეს. კომპოზიცია ბიჭების მეექვსე EP-ში Map of the Soul: Persona შედის, რომელიც გაყიდვაში 12 აპრილს ჩაეშვა.

► ნახეთ: BTS-ის ახალმა კლიპმა Boy With Luv იუთუბზე რეკორდი დაამყარა

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც ჩარტებში Billboard 200 და Billboard Artist 100 ლიდერი პოზიციების დაკავება შეძლო. წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული