Thumbnail

ნახეთ: Alice In Chains-მა კომპოზიციის Rainier Fog ვიდეოკლიპი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკულმა ჯგუფმა Alice In Chains კომპოზიციაზე Rainier Fog გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი ბენდის მიერ შარშან გამოცემულ ამავე სახელწოდების ალბომში შედის. მუსიკალური რგოლის ავტორი რეჟისორი პიტერ დარლი მილერია.

► მოუსმინეთ: Alice In Chains-მა ახალი სიმღერა Never Fade გამოუშვა

► ნახეთ: Alice In Chains - The One You Know

Alice In Chains სიეტლში 1987 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფმა პოპულარობას 90-იან წლებში მიაღწია. ის იყო ერთ-ერთი დიდი გრანჟ ოთხეულიდან, რომელშიც მათ გარდა Nirvana, Soundgarden და Pearl Jam შედიან. 2006 წელს კოლექტივის ვოკალისტი ლეინ სთეილი გარდაიცვალა. ის უილიამ დიუვალმა ჩაანაცვლა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული