Thumbnail

არიანა გრანდეს ინსტაგრამზე თავისი ფოტოების გამოქვეყნებისთვის უჩივიან

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელ პოპვარსკვლავ არიანა გრანდეს ინსტაგრამზე თავისი ორი სურათის ატვირთვისთვის ფოტოგრაფი რობერტ ბარბერა უჩივის. როგორც სასამართლო დოკუმენტებიდან ირკვევა, მუსიკოსმა ფოტოები სოციალურ ქსელში უნებართვოდ გამოაქვეყნა და ავტორს ჰონორარიც არ გადაუხადა.

► ნახეთ: არიანა გრანდეს კონცერტზე ლიმონი ესროლეს

► არიანა გრანდე ფრაზის Thank U, Next დაპატენტებას აპირებს

► ნახეთ: Ariana Grande & Victoria Monét - Monopoly

არიანამ სურათები აგვისტოში, ალბომის Sweetener გამოშვების დღეს გაავრცელა. ფოტოებმა ინსტაგრამზე 3 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

ფოტოგრაფი მომღერლისგან 50 ათასი აშშ დოლარის გადახდას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ ინსტაგრამზე გრანდემ სურათები უკვე წაშალა. მას საჯაროდ ბრალდებებისთვის არ უპასუხია.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. წელს შემსრულებელმა "საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის" კატეგორიაში გრემის ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული