Thumbnail

ნახეთ: The National-მა სიმღერა You Had Your Soul with You შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა The National სტივენ კოლბერის შოუში სიმღერა You Had Your Soul with You ცოცხლად შეასრულა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში I Am Easy to Find იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 17 მაისს ჩაეშვება.

► ნახეთ: The National-ის მომავალი ალბომის შთაგონებით შექმნილი ფილმი გავრცელდა

 ნახეთ: The National-მა ახალი კლიპი Hairpin Turns გაავრცელა

მოუსმინეთ: The National-მა Game Of Thrones-ის საუნდტრეკი Turn On Me გაავრცელა

The National ოჰაიოში 1999 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ მისი წევრების, ბრიუს და აარონ დესნერების მიერ დაარსებულ ლეიბლზე Brassland გამოიცა. 2017 წელს გამოშვებულმა, რიგით მეშვიდე სტუდიურმა ჩანაწერმა Sleep Well Beasts კი მუსიკოსებს საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული