Thumbnail
ფოტო: Levanccio Arts & Crafts

მოუსმინეთ: ქართველმა მუსიკოსმა Sexy Bicycle ახალი ალბომი Saint გამოუშვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ბარსელონაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი, ნიკა ელია, ფსევდონიმით Sexy Bicycle, ახალ, რიგით მესამე ალბომს Saint ავრცელებს. სტუდიური ჩანაწერი სულ 10 კომპოზიციას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ არტისტმა ნამუშევარში შესულ ტრეკზე Gardenias გადაღებული ვიდეოკლიპი მაისის დასაწყისში გაავრცელა.

► ნახეთ: Sexy Bicycle - Gardenias

პროექტი Sexy Bicycle ნიკა ელიამ 2008 წელს ჩამოაყალიბა. არტისტის შემოქმედება ელექტროპოპს, სინთვეივსა და პოსტ პანკს აერთიანებს. სადებიუტო ალბომი Bit Kong მუსიკოსმა 2016 წელს გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული