Thumbnail

ნახეთ: მაილი საირუსი სერიალ Black Mirror-ის ახალ თრეილერში

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკული კომპანია Netflix პოპულარული ბრიტანული სერიალის, Black Mirror-ის მეხუთე სეზონის თრეილერს ავრცელებს. ორწუთიან ვიდეოში პოპვარსკვლავი მაილი საირუსიც ჩანს, რომელიც ტელეშოუს ერთ-ერთ ეპიზოდში მომღერლის როლს ასრულებს. 

► მაილი საირუსმა ახალი ალბომის გარეკანისთვის ქართველი დიზაინერის სამოსი მოირგო

► ნახეთ: მაილი საირუსს იშვიათი ჯიშის ხეზე აძვრომის გამო აკრიტიკებენ

► მაილი საირუსი: დონალდ ტრამპმა დამირეკა და ეროტიკული ცეკვა შემიქო

სერიალის მეხუთე სეზონის პრემიერა 5 ივნისს შედგება. Emmy Award-ის ექვსგზის გამარჯვებული სატელევიზიო შოუ ეთერში პირველად 2011 წელს გავიდა. 

საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული