Thumbnail

ახალბედა ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი, კრისტი კვიწინია, სასცენო სახელით Kriss, მსმენელს კომპოზიციით "რა სურთ ქალებს?!" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ჩანაწერში რეპერები, ზაზა ნოზაძე და დუდა მონაწილეობენ. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი ირაკლი ჯოხაძეა, პროდიუსერი კი ჰარუტ მარტიროსიანი, იგივე HaruTune გახლავთ.

► ნახეთ: "ქსელი 56" კლიპს "Showლობ$" ავრცელებს 

► ნახეთ: ქართველი რეპერი Kriss კომპოზიციას "KRისტერიკა" ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Sf-x - ჩვენით ვქენით Ft. ქსელი 56 

კრისტიმ მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. ამავე წელს არტისტი ჰიპ ჰოპ გაერთიანება "ქსელი 56"-ის წევრი გახდა. დღეისთვის მისი შემოქმედება ათამდე კომპოზიციას აერთიანებს. რეპერი ზაზა ნოზაძის სადებიუტო ალბომის "თბილისიდან" ჩაწერაშიც მონაწილეობდა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული