Thumbnail

მოუსმინეთ: Machine Gun Kelly-მ ბილი აილიშის ჰიტი Ocean Eyes დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კლივლენდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კოლსონ ბეიკერმა, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, პოპვარსკვლავ ბილი აილიშის ჰიტის Ocean Eyes ქავერ ვერსია გაავრცელა.

► ნახეთ: Machine Gun Kelly-მ ახალი ალბომის თიზერი გაავრცელა

► ნახეთ: Machine Gun Kelly-მ და პიტ დევიდსონმა ერთმანეთი სიცრუის დეტექტორით შეამოწმეს

Ocean Eyes აილიშის სადებიუტო სინგლია, რომელიც მუსიკოსმა 2016 წლის 18 ნოემბერს გამოსცა. ნამუშევარი არტისტის პირველ EP-ში Dont Smile at Me შედის.

მეშინ გან ქელიმ მუსიკალური კარიერა 2006 წელს, მიქსტეიპის Unstoppable გამოშვებით დაიწყო. თუმცა, მისი წარმატება 2012 წელს ჩაწერილ სადებიუტო ალბომს Lace Up უკავშირდება. რეპერმა 2017 წელს გაყიდვაში სტუდიური ნამუშევარი Bloom ჩაუშვა, რომელმაც მალევე ოქროს სტატუსი მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული