Thumbnail

ნახეთ: Bun B ვიდეორგოლს TBA აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მემფისელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბერნარდ ფრიმენმა, ფსევდონიმით Bun B, კომპოზიციაზე TBA გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ვეტერანი სამხრეთელი რეპერის ტრეკში მისი კოლეგები, Propain და Killa Kyleon მონაწილეობენ. ჩანაწერი ბან ბის ბოლო ალბომის TrillStatik სინგლია. ნამუშევრის პროდიუსერი ცნობილი მუსიკოსი Statik Selektah გახლავთ.

► მოუსმინეთ: Bun B ახალ ალბომს TrillStatik ავრცელებს 

► ნახეთ: Bun B ვიდეორგოლს I Know ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Bun B - Myself Feat. Run The Jewels

ბან ბი მსმენელის წინაშე პირველად 1987 წელს გამოჩნდა. მან სახელი ეპოქალურ დუეტში UGK მოღვაწეობით გაითქვა. გაერთიანებამ, რომელიც ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა, სადებიუტო ალბომი Too Hard To Swallow 1992 წელს გაავრცელა. ამის შემდეგ კოლეგებმა კიდევ 5 სტუდიურ ჩანაწერზე ითანამშრომლეს. მათ შორის კომერციულად ყველაზე წარმატებული Ridin' Dirty გახლავთ. 2007 წელს ჯგუფის მეორე წევრი Pimp C ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებამ იმსხვერპლა.

სოლო კარიერა კი ბერნარდმა 2005 წელს ოქროს სტატუსის მფლობელი ალბომით Trill დაიწყო. დღეისთვის მისი შემოქმედება 7 ოფიციალურ მიქსტეიპს, 5 სტუდიურ ჩანაწერსა და ერთ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული