Thumbnail

ნახეთ: J.I.D-იმ და J. Cole-მა Off Deez შეასრულეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დესთინ რუთმა, ფსევდონიმით J.I.D, რომელიც ახლა ტურნეში Catch Me If You Can იმყოფება, ნიუ იორკში კონცერტი ჩაატარა. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე J. Cole, ASAP Ferg, Joey Badass, Bas და YBN Cordae წარდგნენ. იუთუბზე ჯეიაიდისა და ჯეი ქოულის მიერ შესრულებული კომპოზიციის Off Deez ვიდეოჩანაწერი გავრცელდა.

► ნახეთ: J.I.D-იმ ფესტივალზე Rolling Loud ახალი კომპოზიცია შეასრულა 

► ნახეთ: J.I.D ვიდეორგოლს 151 Rum ავრცელებს

ჯეიაიდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ატლანტელი მუსიკოსი ცნობილმა რეპერმა, J.Cole-მა შეამჩნია და საკუთარ ლეიბლში Dreamville Records 2017 წელს გააწევრიანა. დესთინი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ამავე წელს გავრცელებული სადებიუტო ალბომით The Never Story გახდა. ჩანაწერის აღმასრულებელი პროდიუსერი სწორედ ჯეი ქოული გახლავთ. ნამუშევარმა მსმენელის მოწონება და კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. რიგით მეორე  სტუდიური ალბომი Dicaprio 2 ჯეიაიდიმ შარშან გამოუშვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული