Thumbnail

ნახეთ: Ari Lennox ვიდეორგოლს Up Late ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალბედა არენბი შემსრულებელი, კორტნი სოლტერი, ფსევდონიმით Ari Lennox, მსმენელს სადებიუტო ალბომის Shea Butter Baby სინგლზე Up Late გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერში ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი Masego მონაწილეობს, რომელიც ტრეკის ინტრუმენტალის ავტორიცაა.

► მოუსმინეთ: Ari Lennox-მა სადებიუტო ალბომი Shea Butter Baby გაავრცელა 

► მოუსმინეთ: Ari Lennox - Up Late 

► ნახეთ: Ari Lennox და J. Cole კლიპს Shea Butter Baby ავრცელებენ 

არი ლენოქსმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. ნეო სოულისა და არენბის შემსრულებელი ცნობილი რეპერის, ჯერმეინ ქოულის მიერ ჩამოყალიბებულ კოლექტივს Dreamville 2015 წელს შეუერთდა და გაერთიანების კომპილაციურ ალბომში Revenge Of The Dreamers II მიიღო მონაწილეობა. 2016 წელს მუსიკოსმა პირველი EP სახელწოდებით Pho გაავრცელა, 2019 წლის მაისში კი სადებიუტო ალბომი Shea Butter Baby.

კომენტარები

ბოლოს დამატებული