Thumbnail

ნახეთ: თამთა გოდუაძე 2019 წლის ევროვიზიის ფინალშია

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

მომღერალი თამთა გოდუაძე, რომელიც ევროვიზიაზე კვიპროსის სახელით გამოდის, კონკურსის ფინალისტია. მუსიკოსი ჟიურისა და მაყურებლების წინაშე კომპოზიციით Replay წარდგა. 

► საქართველო ევროვიზიის ფინალში ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა

► ნახეთ: თამთა გოდუაძემ ევროვიზიაზე ჩეხ კონკურსანტთან ერთად ლედი გაგას Shallow იმღერა

► ნახეთ: ოთო ნემსაძემ და თამთა გოდუაძემ თელ-ავივში "სულიკო" შეასრულეს

პირველ საკონკურსო დღეს ფინალში ასევე ბერძენი, ბელარუსი, სერბი, ესტონელი, ჩეხი, ავსტრალიელი, ისლანდიელი, სანმარინოელი და სლოვენიელი არტისტები გადავიდნენ.

მეორე ნახევარფინალური ტური 16 მაისს გაიმართება. 18 მაისს კი ოც ფინალისტს ე.წ. დიდი ხუთეულის ქვეყნები - გერმანია, ესპანეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და მასპინძელი ისრაელი შეუერთდებიან. სწორედ ამ დღეს გაირკვევა კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა. 

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 1956 წელს დაარსდა და დღეს ყველაზე დიდ ტელეშოუდ ითვლება. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, მას თვალს 600 მილიონზე მეტი მაყურებელი ადევნებს. თავის დროზე ფესტივალის გამარჯვებულის ტიტული ისეთ ცნობილ მუსიკოსებსა და ჯგუფებს აქვთ მოგებული, როგორებიც არიან: ABBA, სელინ დიონი და ფრანც გალი.

კვიპროსი ევროვიზიაში 1981 წლიდან მონაწილეობს. ქვეყანამ კონკურსზე საუკეთესო შედეგი 2018 წელს აჩვენა. ბერძენმა მუსიკოსმა, ელენი ფურიერამ სიმღერით Fuego მეორე ადგილის დაკავება შეძლო. 

თამთა გოდუაძე საბერძნეთში მოღვაწეობს. მან პოპულარობა 2004 წელს მუსიკალურ შოუში Super Idol Greece მონაწილეობით მოიპოვა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Ilious Ke Thalasses და With Love მოუტანა. პოპვარსკვლავი 2019 წლის ევროვიზიის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული