Thumbnail

საქართველო ევროვიზიის ფინალში ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი
  • საქართველომ საუკეთესო შედეგს 2010-11 წლებში მიაღწია
  • ევროვიზიის ფინალი 18 მაისს გაიმართება

საქართველოს წარმომადგენელი, ოთო ნემსაძე ევროვიზიას ნახევარფინალიდან გამოეთიშა. ფინალურ ეტაპზე, ჟიურისა და მაყურებლის გადაწყვეტილებით, ბერძენი, კვიპროსელი, ბელარუსი, სერბი, ესტონელი, ჩეხი, ავსტრალიელი, ისლანდიელი, სანმარინოელი და სლოვენიელი არტისტები გადავიდნენ.

► ნახეთ: თამთა გოდუაძე 2019 წლის ევროვიზიის ფინალშია

► ნახეთ: ოთო ნემსაძემ და თამთა გოდუაძემ თელ-ავივში "სულიკო" შეასრულეს

Madonna: ვიღაცის პოლიტიკური ინტერესის გამო ისრაელში სიმღერაზე უარს ვერ ვიტყვი

საქართველომ ფინალში გასვლა ზედიზედ მესამედ ვერ შეძლო. კონკურსს ნახევარფინალიდან 2017 წელს თამარა გაჩეჩილაძე, 2018-ში კი ჯგუფი "ირიაო" გამოეთიშა.

წლევანდელ ევროვიზიაზე ოთო ნემსაძე ანსამბლ "შავნაბადასთან" ერთად ანტისაოკუპაციო კომპოზიციით "სულ წინ იარე" წარდგა.

აღსანიშნავია, რომ ევროვიზიის ფინალში მომღერალი თამთა გოდუაძე გადავიდა, რომელიც კონკურსზე კვიპროსის სახელით გამოდის.

მეორე ნახევარფინალური ტური 16 მაისს გაიმართება. 18 მაისს ოც ფინალისტს ე.წ. დიდი ხუთეულის ქვეყნები - გერმანია, ესპანეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და მასპინძელი ისრაელი შეუერთდებიან. სწორედ ამ დღეს გაირკვევა კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა. 

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 1956 წელს დაარსდა და დღეს ყველაზე დიდ ტელეშოუდ ითვლება. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, მას თვალს 600 მილიონზე მეტი მაყურებელი ადევნებს. თავის დროზე ფესტივალის გამარჯვებულის ტიტული ისეთ ცნობილ მუსიკოსებსა და ჯგუფებს აქვთ მოგებული, როგორებიც არიან: ABBA, სელინ დიონი და ფრანც გალი.

საქართველო ფესტივალს 2007 წელს შეუერთდა. ჩვენმა ქვეყანამ საუკეთესო შედეგები 2010-11 წლებში აჩვენა, სოფო ნიჟარაძემ და ჯგუფმა "ელდრაინმა" კონკურსზე მე-9 ადგილი დაიკავეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული