Thumbnail

Billie Eilish: ფართო სამოსს იმიტომ ვიცვამ, რომ არ მინდა, გაიგონ, როგორი სხეული მაქვს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ცნობილი მოდის სახლი Calvin Klein ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბილი აილიშის მონაწილეობით ახალ რეკლამას ავრცელებს. ვიდეოში მუსიკოსი საკუთარი ჩაცმის სტილის შესახებ საუბრობს.

► ნახეთ: Calvin Klein-ის ახალ რეკლამაში Billie Eilish და A$AP Rocky მონაწილეობენ

► ნახეთ: ბილი აილიში ჟურნალ Billboard-ის ფოტოსესიაში

► ნახეთ: ბილი აილიშმა ჰიტი Bad Guy შეასრულა

"დიდი ზომის ტანსაცმელს იმიტომ ვიცვამ, რომ არ მსურს, ხალხმა დაინახოს, სხეულის როგორი ფორმები მაქვს. არ მინდა, ჩემ შესახებ მოვისმინო: ის გამხდარი ან მსუქანია. მას ბრტყელი ან სქელი საჯდომი აქვს", - ამბობს სარეკლამო რგოლში 17 წლის არტისტი.

აღსანიშნავია, რომ სარეკლამო ვიდეო ბრენდის საიმიჯო კამპანიის I Speak My Truth ფარგლებში მომზადდა. 

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული