Thumbnail

Madonna: ვიღაცის პოლიტიკური ინტერესის გამო ისრაელში სიმღერაზე უარს ვერ ვიტყვი

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, მადონა 18 მაისს, თელ-ავივში, ევროვიზიის ფინალურ შოუზე იმღერებს. არტისტის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. ისინი მომღერალს პერფორმანსის გაუქმებისკენ მოუწოდებდნენ.

► ნახეთ: ოთო ნემსაძემ და თამთა გოდუაძემ თელ-ავივში "სულიკო" შეასრულეს

► ნახეთ: ოთო ნემსაძე ევროვიზიაზე ანტისაოკუპაციო სიმღერით წარდგება

► ნახეთ: თამთა გოდუაძემ ევროვიზიაზე ჩეხ კონკურსანტთან ერთად ლედი გაგას Shallow იმღერა

პალესტინის სუვერენიტეტის მხარდამჭერმა ჯგუფმა ტვიტერზე ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი პოპვარსკვლავის 1986 წლის ჰიტს Papa Don’t Preach შეცვლილი ტექსტით მღერის და მას ისრაელში ჩასვლაზე უარის თქმას სთხოვს.

მადონა კრიტიკასა და მოწოდებებს ახლახან გამოეხმაურა. მისი განცხადებით, სხვების პოლიტიკური დღის წესრიგის გამო სიმღერას ვერ შეწყვეტს.

"ყოველ ჯერზე გული მტკივა, როდესაც ვიგებ, რომ ამ რეგიონში უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ. არსებობენ პირები, რომლებიც ამ კონფლიქტით სარგებელს იღებენ. მე ვერასდროს შევწყვეტ სიმღერას სხვების პოლიტიკური დღის წესრიგის გამო. მსოფლიოში მშვიდობისთვის ყოველდღე ვლოცულობ", - აღნიშნა არტისტმა.

მადონა ლუიზა ჩიკონე 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული