Thumbnail

ნახეთ: მაიკლ ჯექსონის დედა შვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის დედამ, კეტრინმა გადაცემაში 60 Minutes ფილმ Leaving Neverland-თან დაკავშირებით ისაუბრა. რეჟისორ დენ რიდის მიერ გადაღებული დოკუმენტური კინოსურათი ორი მამაკაცის, უეიდ რობსონისა და ჯიმი სეიფჩაკის ინტერვიუებს ეფუძნება. ისინი აცხადებენ, რომ არტისტმა მათზე 7 და 10 წლის ასაკში იძალადა.

► Madonna მაიკლ ჯექსონის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა

► მაიკლ ჯექსონის პირადი მცველი: საზოგადოებას სიმართლეს ვეტყვი

► მაიკლ ჯექსონთან ურთიერთობაზე კიდევ ერთი მამაკაცი ისაუბრებს

"მთელი ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული გადასატანი იყო, რადგან დარწმუნებული ვარ, მაიკლს ცუდი არაფერი გაუკეთებია. ეჭვი არ მეპარება ამაში. ორივე ბიჭის ოჯახი იტყუება. უეიდ რობსონს, უბრალოდ, ფული უნდა", - განაცხადა მუსიკოსის დედამ.

კეტრინ ჯექსონმა კომენტარი მაიკლის შვილებთან დაკავშირებითაც გააკეთა, რომლებიც თავად გაზარდა.

"მათი გაზრდა უფრო გამირთულდა, ვიდრე ჩემი ათი შვილის. დღეს სამყარო ბევრადაა შეცვლილი", - აღნიშნა კეტრინმა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული