Thumbnail

ნახეთ: Morrissey-მ ჯიმი ფელონის შოუში სიმღერა Morning Starship შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელი არტისტი Morrissey ჯიმი ფელონის ცნობილ შოუს ეწვია და სიმღერა Morning Starship ცოცხლად შეასრულა. კომპოზიცია მის ქავერ ალბომში California Son იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 24 მაისს ჩაეშვება. ნამუშევრის ორიგინალი ვერსია როკ მუსიკოს Jobriath-ს ეკუთვნის.

► მოუსმინეთ: Morrissey — I Thought You Were Dead

► მოუსმინეთ: Morrissey - Wedding Bell Blues Ft. Billie Joe Armstrong

სტივენ პატრიკ მორისიმ შემოქმედებითი კარიერა 1977 წელს დაიწყო. ის საკულტო ჯგუფის, The Smiths-ის ფრონტმენი იყო. არტისტი ისეთი კომპოზიციების ავტორია, როგორებიცაა: This Charming Man, Suedehead, How Soon Is Now? და Heaven Knows I'm Miserable Now. 1988 წლიდან მუსიკოსი დამოუკიდებლად მოღვაწეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული