Thumbnail

24 წლის რეპერი Hellabandz მაიამიში მოკლეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

24 წლის ახალბედა ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ამირ გოლსტონი, სასცენო სახელით Hellabandz, მაიამიში მდებარე ღამის კლუბში Cameo ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შემთხვევის შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი.

"გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ამირ გოლსტონს კრიმინალური წარსული ჰქონდა. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ბოროტმოქმედის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარონ. ცნობილია, რომ დამნაშავის სავარაუდო ავტომობილი შემთხვევის ადგილის მახლობლად იყო გაჩერებული. რაც შეეხება დაშავებული პირის მდგომარეობას, ის ამ დრომდე საავადმყოფოშია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია მაიამის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჰიპ ჰოპ არტისტი Hellabandz ისეთი კომპოზიციებითაა ცნობილი, როგორებიცაა Facts და Pick A Door.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული