Thumbnail

ნახეთ: J.I.D-იმ ფესტივალზე Rolling Loud ახალი კომპოზიცია შეასრულა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, დესთინ რუთი, ფსევდონიმით J.I.D, ფესტივალ Rolling Loud-ზე მსმენელთა წინაშე წარდგა. მუსიკოსმა კონცერტზე ახალი ტრეკის ნაწყვეტი შეასრულა. ცნობილია, რომ კომპოზიცია ჯერმეინ ქოულის მიერ ჩამოყალიბებული გაერთიანების Dreamville მომავალ ალბომში Revenge Of The Dreamers III შევა.

► ნახეთ: J.I.D ვიდეორგოლს 151 Rum ავრცელებს 

► ნახეთ: J.I.D-მ ვიდეორგოლი Off Da Zoinkys გაავრცელა 

► ნახეთ: J. Cole-ისა და J.I.D-ის ახალი კომპოზიციების ნაწყვეტები გავრცელდა 

ჯეიაიდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ატლანტელი მუსიკოსი ცნობილმა რეპერმა, J.Cole-მა შეამჩნია და საკუთარ ლეიბლში Dreamville Records 2017 წელს გააწევრიანა. დესთინი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ამავე წელს გავრცელებული სადებიუტო ალბომით The Never Story გახდა. ჩანაწერის აღმასრულებელი პროდიუსერი სწორედ ჯეი ქოული გახლავთ. ნამუშევარმა მსმენელის მოწონება და კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. რიგით მეორე  სტუდიური ალბომი Dicaprio 2 ჯეიაიდიმ შარშან გამოუშვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული