Thumbnail

ფოტოგალერეა: კამილა კაბეიომ ჰოლივუდში სახლი $3,38 მილიონად იყიდა

წარმოშობით კუბელმა პოპვარსკვლავმა, 22 წლის კამილა კაბეიომ ლოს ანჯელესში, ჰოლივუდ ჰილსზე მდებარე სახლი 3,38 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. 331 კვ.მ. ფართობის შენობაში სამზარეულო, ოთხი აბაზანა და ამდენივე საძინებელია განთავსებული.

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ცოლს ბევერლი ჰილსზე 8,5-მილიონიანი სახლი უყიდა

► ფოტოგალერეა: Wiz Khalifa-მ ლოს ანჯელესში 3,4 მილიონად სახლი იყიდა

► ნახეთ: Lady Gaga-ს $22,5 მილიონად შეფასებული სახლის ფოტოები

ლოს ანჯელესის პრესტიჟულ უბანში მდებარე ფეშენებელური სახლი 1977 წელს აშენდა. 

კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული "იქს ფაქტორის" მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. მან სადებიუტო სოლო ალბომი 2018 წელს გამოსცა. ჩანაწერის სინგლმა Havana მსოფლიოს წამყვან ჩარტებში პირველი პოზიცია დაიკავა. სიმღერამ იუთუბზე 1,5 მილიარდზე მეტი მოსმენა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული