Thumbnail

13 აგვისტოს 30 Seconds to Mars საქართველოში კონცერტს გამართავს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

13 აგვისტოს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე პოპულარული ამერიკული ჯგუფი 30 Seconds to Mars კონცერტს გამართავს. კოლექტივი საქართველოს ბოლო ალბომის America მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

► 6 აგვისტოს Jessie J საქართველოში კონცერტს გამართავს

 16 ივნისს The Black Eyed Peas საქართველოში კონცერტს გამართავს

ღონისძიება პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება. საღამოზე დასასწრები ბილეთების შეძენა 20 მაისიდან შეგეძლებათ.

30 Seconds To Mars მუსიკოსმა და მსახიობმა, ჯარედ ლეტომ და მისმა ძმამ, შენონმა კალიფორნიაში 1998 წელს ჩამოაყალიბეს. ჯგუფმა წარმატებას მეორე სტუდიური ალბომის A Beautiful Lie გამოსვლის შემდეგ მიაღწია. არსებობის განმავლობაში ბენდს 20 მილიონამდე ჩანაწერი აქვს გაყიდული. კოლექტივის მუსიკალური მიმართულება ალტერნატიულ როკსა და პოპ როკს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული