Thumbnail

ნახეთ: Tierra Whack-მა ორწუთიანი ფრისტაილი შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ფილადელფიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, თიერა ვექმა რადიოსადგურ Capital XTRA-ს ეთერში, ტიმ ვესტვუდის გადაცემაში 2-წუთიანი ფრისტაილი შეასრულა.

► ნახეთ: Tierra Whack-მა კომპოზიციაზე Unemployed ვიდეოკლიპი გადაიღო

► მოუსმინეთ: Tierra Whack – Wasteland

თიერამ მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2018 წელს, სადებიუტო ალბომით Whack World გახდა. ჩანაწერი, რომელმაც კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა, არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ წლის გამორჩეულ ნამუშევრებს შორის დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ალბომში შესული თითოეული კომპოზიციის ხანგრძლივობა ზუსტად ერთ წუთს შეადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული