Thumbnail

ნახეთ: Flying Lotus ვიდეორგოლს More ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელი მუსიკოსი სტივენ ელისონი, სასცენო სახელით Flying Lotus, მსმენელს ტრეკზე More გადაღებულ ანიმაციურ ვიდეორგოლს სთავაზობს. კომპოზიციაში ახალგაზრდა არტისტი ანდერსონ ფექი მონაწილეობს. ნამუშევარი სტივენის მომავალი ალბომის Flamagra ერთ-ერთი სინგლია. სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 24 მაისს ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: Flying Lotus - Spontaneous | Takashi 

► ნახეთ: Flying Lotus - Fire Is Coming Ft. David Lynch 

Flying Lotus 2005 წლიდან მოღვაწეობს. 2012 წელს მან Captain Murphy-ის ფსევდონიმით რეჩიტატივის კითხვა დაიწყო. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: MmmHmm, Fall In Love და კენდრიკ ლამართან ერთად ჩაწერილი ტრეკი Never Catch Me.

კომენტარები

ბოლოს დამატებული