Thumbnail

ნახეთ: დევიდ გილმორის კონცერტის Live at Pompeii ჩანაწერი იუთუბზე აიტვირთა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული მუსიკოსის, დევიდ გილმორის 2016 წლის კონცერტის Live at Pompeii ვიდეოჩანაწერი იუთუბზე აიტვირთა. აღსანიშნავია, რომ 1971 წელს ამავე ადგილას ისტორიული შოუ მისმა ჯგუფმა, Pink Floyd-მა გამართა.

► ნახეთ: დევიდ გილმორი თავის 120 გიტარას აუქციონზე გაყიდის

დევიდ გილმორმა მუსიკალური მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. ის ლეგენდარულ ჯგუფ Pink Floyd-ს 1968 წელს შეუერთდა. კარიერის განმავლობაში მან ბენდთან ერთად 250 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. 1996 წელს ის კოლექტივთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. გილმორს 4 სოლო სტუდიური ალბომიც აქვს გამოცემული.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული