Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესის 11 წლის გოგონა ალიშა ქისის ჰიტს If I Ain't Got You მღერის

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელმა მომღერალმა, ჯენიფერ ლოპესმა ახალი სინგლი Medicine პირველად ტელეკომპანია NBC-ის გადაცემაში Today Show შეასრულა. არტისტმა თაყვანისმცემლებს ახლახან პერფორმანსისთვის მზადების ამსახველი ვიდეო შესთავაზა. რეპეტიციაზე ჯეილოს 11 წლის ქალიშვილი, ემა ესტუმრა, რომელმაც ალიშა ქისის ჰიტი If I Ain't Got You იმღერა. 

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა სიმღერები Medicine, Dinero და On the Floor შეასრულა

► ნახეთ: 20 წლის ჯენიფერ ლოპესის კასტინგში მონაწილეობის კადრები

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი რიანასა და ქარდი ბის სიმღერების რემიქსზე ცეკვავს

მუსიკოსს ტყუპები, ემა და მაქსიმილიანი 2008 წელს ყოფილი ქმრისგან, მუსიკოს მარკ ენტონისგან შეეძინა. 

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. შარშან გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული