Thumbnail

ნახეთ: Björk-მა სიმღერაზე Tabula Rasa შექმნილი კლიპი გაავრცელა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი კომპოზიციაზე Tabula Rasa შექმნილ კლიპს ავრცელებს. ვიდეოს ავტორი ხელოვანი ტობიას გრემლერია. სიმღერა პოპვარსკვლავის რიგით მეცხრე სტუდიურ ალბომში Utopia შედის, რომელიც 2017 წელს გამოვიდა და ბილობორდის ჩარტშიც მოხვდა.

► ნახეთ: Björk საკუთარი ალბომების ფერად კასეტებს გაავრცელებს 

პირველი სტუდიური ჩანაწერი სახელწოდებით Björk მუსიკოსმა ისლანდიაში, 12 წლის ასაკში გამოუშვა. 1993 წელს გამოცემულმა ალბომმა Debut ბიორკს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. შემდეგმა ნამუშევარმა Post კი მისი, როგორც საინტერესო და თვითმყოფადი არტისტის სტატუსი კიდევ უფრო განამტკიცა. 2015 წელს ჟურნალმა Time შემსრულებელი ას ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: It's Oh So Quiet, Army Of Me, All Is Full Of Love, Human Behaviour და Bachelorette მოუტანა. 2017 წელს, SOU ფესტივალის ფარგლებში, მომღერალმა თბილისში, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ორი კონცერტი გამართა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული