Thumbnail

მაილი საირუსმა ახალი ალბომის გარეკანისთვის ქართველი დიზაინერის სამოსი მოირგო

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი მაილი საირუსი 30 მაისს ახალ ალბომს გამოუშვებს. მუსიკოსმა ინსტაგრამზე სტუდიური ჩანაწერის გარეკანი გაავრცელა. სურათში არტისტს ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან ერთ-ერთი სამოსი აცვია. 

► ნახეთ: მაილი საირუსს იშვიათი ჯიშის ხეზე აძვრომის გამო აკრიტიკებენ

► მაილი საირუსი: დონალდ ტრამპმა დამირეკა და ეროტიკული ცეკვა შემიქო

► ნახეთ: მაილი საირუსი ჟურნალ Vanity Fair-ის ფოტოსესიაში

View this post on Instagram

Actual photo of me n my friends

A post shared by Miley Cyrus (@mileycyrus) on

ეს პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც ცნობილი მუსიკოსები ქებურიას სამოსში გამოწყობილნი გამოჩნდნენ. დიზაინერის მიერ შექმნილი კაბები და აქსესუარები სხვადასხვა დროს ლედი გაგამ, რიანამ და სოლანჟმა მოირგეს. 

► პოპვარსკვლავები ქართველი დიზაინერების სამოსითა და აქსესუარებით

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული