Thumbnail

ქანიე ვესთსა და კიმ კარდაშიანს სუროგაციის დახმარებით მეოთხე შვილი შეეძინათ

ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ქანიე ვესთისა და ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანის მეოთხე შვილი დაიბადა. ვაჟი, რომლის სახელიც ჯერჯერობით არ გაუხმაურებიათ, მათ სუროგატი დედის დახმარებით შეეძინათ.

► ნახეთ, რომელი სიმღერა მიუძღვნა ქანიე ვესთმა კიმ კარდაშიანს

"ის აქ არის და სრულყოფილია", - დაწერა კიმმა ტვიტერზე.

"ფაქტობრივად, ჩიკაგოს ტყუპისცალია. რომ გაიზრდება, კი შეიცვლება, მაგრამ ახლა თავის დას ძალიან ჰგავს", - დაამატა კარდაშიანმა.

ქანიესა და კიმს კიდევ სამი შვილი: ორი გოგონა, North და Chicago და ბიჭი, Saint ჰყავთ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული