Thumbnail

მოუსმინეთ: Holly Herndon-მა ახალი ალბომი Proto გამოუშვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი მუსიკოსი, ჰოლი ჰერნდონი ახალ ალბომს Proto ავრცელებს. ჩანაწერი არტისტმა თავისივე შექმნილი პროგრამის, Spawn-ის დახმარებით ჩაწერა. სტუდიური ნამუშევარი სულ 13 კომპოზიციას აერთიანებს. 

► ნახეთ: Holly Herndon - Eternal

ჰოლიმ ალბომის ფარგლებში ამერიკელ მუსიკოს Jlin-თან, ასევე, არტისტებთან: მარტინ სემსთან, ლილი ენა ჰეისთან და იენა სუტელასთან ითანამშრომლა. 

ჰოლი ჰერნდონმა მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. 2011 წელს არტისტმა სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი Car გაავრცელა. მუსიკოსის შემოქმედება ელექტრონულ და ექსპერიმენტულ ჟღერადობას აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული