Thumbnail

ფოტოგალერეა: Cardi B-იმ ტანსაცმლის ვეგანური კოლექცია გამოუშვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, ქარდი ბიმ, ონლაინ მაღაზია Fashion Nova-სთან თანამშრომლობით, ტანსაცმლის ახალი კოლექცია გამოუშვა. ცნობილია, რომ არტისტმა სამოსის შექმნისას ცხოველურ მასალაზე: ტყავსა და ბეწვზე უარი თქვა. 

► ნახეთ: Offset და Cardi B ვიდეორგოლს Clout ავრცელებენ

► Cardi B-ის პასუხი კითხვაზე, შეურიგდება თუ არა ოდესმე Nicki Minaj-ს

► Cardi B: მამაკაცებს სხვადასხვა ნივთიერებით ვთიშავდი, შემდეგ ვძარცვავდი

ქარდიმ კოლექცია ლოს ანჯელესში წარადგინა. პოპვარსკვლავმა პრეზენტაციაზე რეპერ Lil Nas X-სთან ერთად ჰიტი Old Town Road შეასრულა.

ტანსაცმლის ღირებულება 29-დან 99 აშშ დოლარამდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ Fashion Nova-სთან რეპერმა 2018 წელსაც ითანამშრომლა. 

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული