Thumbnail

ნახეთ: Zayn-მა და Zhavia Ward-მა "ალადინის" საუნდტრეკი დააქავერეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ბრიტანელი პოპვარსკვლავი, ზეინ მალიკი და ამერიკელი მომღერალი, ჟივაია ვარდი "დისნეის" 1992 წლის ანიმაციის, "ალადინის" საუნდტრეკის A Whole New World ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებენ. არტისტებმა კომპოზიციაზე კლიპიც გადაიღეს.

► ნახეთ: Zayn-მა სიმღერაზე Stand Still კლიპი გადაიღო

► მოუსმინეთ: Zayn-მა ახალი ალბომი Icarus Falls გამოუშვა

მუსიკოსებმა სიმღერა "ალადინის" კინოადაპტაციისთვის ჩაწერეს, რომლის გამოსვლაც 24 მაისს იგეგმება.

A Whole New World კომპოზიტორმა ალან მენკენმა 1992 წელს დაწერა. თავდაპირველად მას ბრედ კეინი და ლეა სალონგა ასრულებდნენ. ოსკარის მფლობელი კომპოზიცია "დისნეის" პირველი ნამუშევარი გახდა, რომელსაც გრემი "წლის საუკეთესო სიმღერის" კატეგორიაში გადაეცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული