Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. BASSIANI: Horoom Nights - 17 მაისი

17 მაისი (პარასკევი)

17 მაისს კლუბში "ბასიანი" ქვიარ ღამეების სერია Horoom Nights გაიმართება. პარასკევის ღონისძიება ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნება. მსმენელთა წინაშე ადგილობრივი არტისტები Kvanchi და Mercurrio წარდგებიან. 

4. ფესტივალი 4GB საგურამოში

17-18 მაისი (პარასკევი-შაბათი)

პარასკევს საგურამოში პიონერი ქართველი დიჯეის, გიორგი ბაქანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი 4GB გაიხსნება. 17-18 და 24-25 მაისს კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრი ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ წარმომადგენლებს და ქართველ ჰიპ ჰოპ არტისტებს უმასპინძლებს. ნახეთ ფესტივალის სრული ლაინაფი.

3. The BearFox-ის კონცერტი "ბარი-ბარში" 

18 მაისი (შაბათი)

შაბათს "ბარი-ბარში" კონცერტს ქართული ჯგუფი The BearFox გამართავს. მუსიკოსები მსმენელთა წინაშე ახალი კომპოზიციებით წარდგებიან, რომლებიც კოლექტივის მომავალ სტუდიურ ალბომში შევა. ბენდში ამჟამად ოთხი წევრია: მებო ნუცუბიძე, ირაკლი მანჩხაშვილი, არჩილ შიოშვილი და დათუნა დგებუაძე.

2. Vodka Vtraiom ბარ "კრეატორში" 

18 მაისი (შაბათი)

18 მაისს Creator Bar-ში კონცერტს ქართული პანკ როკ ჯგუფი Vodka Vtraiom გამართავს. ბენდი თბილისში 2004 წელს დაარსდა. ჯგუფი სიმღერებს სამ ენაზე - ქართულად, რუსულად და ინგლისურად ასრულებს. კოლექტივის ყველაზე ცნობილი სიმღერაა "გლდანელი კაცი". 

1. Bedford Falls-ის კონცერტი Backstage76-ში  

19 მაისი (კვირა)

კვირას Backstage76-ში კონცერტს ქართული როკ ჯგუფი Bedford Falls გამართავს. ბენდმა მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსებს წარმატება სიმღერებმა Thrill is Gone, Dreamer Once და Elephant's Memory მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული