Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიში ჟურნალ Billboard-ის ფოტოსესიაში

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი მუსიკოსი ბილი აილიში ჟურნალ Billboard-ის მაისის ნომრის სტუმარია. გამოცემის გარეკანზეც 17 წლის არტისტია აღბეჭდილი.

► ნახეთ: ბილი აილიშმა ჰიტი Bad Guy შეასრულა

► Billie Eilish: ემინემის მთელი ცხოვრება მეშინოდა

► ნახეთ: ბილი აილიშმა სიმღერა Wish You Were Gay შეასრულა

Gucci-ს, Off-White-ის, Yeezy-სა და რაფ სიმონსის სამოსში გამოწყობილ პოპვარსკვლავს სურათები ფოტოგრაფმა, სამანტა ბარქჰარტმა გადაუღო. 

ჟურნალმა ასევე ფოტოსესიის ამსახველი ვიდეო გაავრცელა. 

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული